STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

დაიწყო კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ახალი, ერთობლივი პროექტი ,,STEM ოლიმპიადა“. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების VII -დან XI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისაგან შემდგარ გუნდებს, გარდა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისა.

 მონაწილეობის მისაღებად სკოლამ უნდა დაარეგისტრიროს 6 მოსწავლისგან შემდგარი მხოლოდ 1 გუნდი.

 ოლიმპიადა ჩატარდება დასწრებული ფორმატით, ორ ტურად:

 ა) პირველ ტურში - გუნდის წევრი მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის დავალებებს; 

ბ) მეორე (ფინალურ) ტურში - მოსწავლეები გუნდურად შეასრულებენ STEM  პროექტებს ელექტრული კომპონენტების (Arduino-ს ნაკრების) საშუალებით.

 გამარჯვებული, საპრიზო ადგილებზე გასული და ფინალისტი გუნდები, ასევე, გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და სერტიფიკატებით. ოლიმპიადაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით. 

დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:  https://stem.school.ge/olympiad/

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ოლიმპიადის დებულების ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე 

საოლიმპიადო პროგრამების სანახავად ეწვიეთ ბმულებს:

  1. მათემატიკის პროგრამა
  2. ფიზიკის პროგრამა
  3. ინფორმატიკის პროგრამა

კითვების შემთხვევაში - მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე stem@komarovi.edu.ge ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 593 33 21 03.

 გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ